English ქართული
 

 

   Untitled Document 

ფაკულტეტის სიახლეები


მეცადინეობის ცხრილი. 2009 - 2010 სასწავლო წელი.

2009-2010 სასწავლო წლის გაზაფხულის საგამოცდო სესიის გრაფიკი.


09 ივნისი 2010 წელი
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბატონი დავით ლეკვეიშვილი, საფინანსო-ეკონომიური დეპარტამენტის უფროსი ირაკლი კაცაძე, ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, სრული პროფესორი გივი ცეცხლაძე და ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი შეხვდნენ აჭარის ა.რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ბატონ ლევან ანთაძეს და ქალაქ ბათუმის სამედიცინო კლინიკების ხელმძღვანელებს. შეხვედრაზე მოისმინეს ინფორმაცია რეგულირებადი პროფესიების აკრედიტაციის პროცესის შესახებ, იმსჯელეს უნივერსიტეტისა და სამინისტროს ურთიერთანამშრომლობის საკითხებზე,სამედიცინო ბაზების შესახებ, იმსჯელეს კურსდამთავრებულთა დასაქმების შესახებ....სრულად »

05 ივნისი 2010 წელი
შოთა რუსთაველის უნივერსიტეთთან დამეგობრებულ მიუნხენის უნივერსიტეტის კლინიკაში, გაცვლითი პროგრამით იმყოფებიან ჯანდაცვის ფაკულტეტის სამკურნალო საქმის ფრიადოსანი სტუდენტები მურად ცინცაძე და თორნიკე ბერიძე.

02 ივნისი 2010 წელი
გაიმართა ფაკულტეტის კურიკულუმის კომიტეტის სხდომა. სადაც განიხილეს საგანმანათლებო პროგრამებისა და სილაბუსებში ლიტერატურის თავსდებადობის საკითხები.

01 ივნისი 2010 წელი
სამ დღეს მიმდინარეობდა ჯანდაცვის ფაკულტეტზე სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია, ორ სექციაში სულ ოცდასამი მოხსენება იყო წარმოდგენილი. სტუდენტების ნაშრომები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაჯამა, რომელიც ასევე სტუდენტთა ინციატივით შეირჩა. იხ.პროგრამა

26 მაისი 2010 წელი
ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებმა, თელაველ თანატოლებთან ერთად, მოინახულეს თელავის, გრემის, ალავერდის, ბოდბეს, შუამთას, ნეკრესის, სიღნაღის ღირშესანიშნაობები.

        

23 მაისი 2010 წელი
ჯანდაცვის ფაკულტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის მეორეკურსელი სტუდენტები კურატორ ფრიდონ ჯაფარიძესთან ერთად სიღნაღს სტუმრობდნენ. სტუდენტები აღფრთოვანდნენ ულამაზესი ქალაქის ხილვით და წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ მშობლიურ ქალაქში.

    

21 მაისი 2010 წელი
21 მაისს გამართულ თერაპიის დეპარტამენტის სხდომაზე დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ბეჟან იაკობაძემ, პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, განიხილეს საგანმანათლებო პროგრამების აუდიტის შედეგები და რეკომენდაციები. ამავე სხდომაზე ფაკულტეტზე იმსჯელეს სწავლების თანამედროვე მეთოდების, პრობლემასა და სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლების ფაკულტეტზე განხორციელების პერსპექტივების შესახებ.

20 მაისი 2010 წელი
გაიმართა ჯანდაცვის ფაკულტეტის კურიკულუმის კომიტეტის სხდომა. სხდომაზე განიხილეს საგანმანათლებო პროგრამების აუდიტის შედეგები და რეკომენდაციები. დაისახა პრობლების მოგვარებისა და მომავალი მუშაობის გეგმები.

19 მაისი 2010 წელი
ბათუმელი სტუდენტები აქტიურად მონაწილეობდნენ საგანმანათლებო პროგრამების მუშაობაში, კოლოქვიუმების, ტესტირების, პრეზენტაციების წარმოდგენასა და მულაჟებზე სამკურნალო ხასიათის ღონისძიებების განხორციელებაში. სასწავლო პროცესს აქტიურად წარმართავდნენ პროფესორები ლალი მეკოკიშვილი, ეკა ონიკაძე, ზურაბ რაინაული, მაგდანა ბეთანელი.

      

19 მაისი 2010 წელი
სტომატოლოგიის სპეციალობის სტუდენტებმა უკანასკნელ გზაზე გააცილეს საქართვე-ლოს დიდი პოეტი და მოჭირნახულე მუხრან მაჭავარიანი.

17 მაისი 2010 წელი
მშობლიურ უნივერსიტეტში დაბრუნდნენ ჯანდაცვის ფაკულტეტის სამკურნალო საქმის მეოთხეკურსელები. ისინი მობილობის ფარგლებში, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით სწავლობდნენ ქალაქ თელავის ი. გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

        

17 მაისი 2010 წელი
17 მაისიდან ჯანდაცვის ფაკულტეტზე გაცვლითი პროგრამით იმყოფებიან თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის სპეციალობის სტუდენტები. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი ფაკულტეტის ცხოვრებაში, როგორც საგანმანათლებო, ისე კულტურულ პროგრამებში.

14 მაისი 2010 წელი
ანატომიური თეტრის წევრებმა მეცნიერებათა დოქტორის ქეთევან ჯიბლაძის ხელმძღვანელობით წარმოდგენა *სიყვარული და ბიოქიმია* წარუდგინეს მსმენელს. საღამოზე უხვად ისმოდა საინტერესო, ორიგინალური, ორალური მოხსენებები, სიმღერები და ლექსები სიყვარულსა და მის განმაპირობებელ მედიატორებსა და ტრანსმიტერებზე. ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ სამედიცინო საქმისა და სტომატოლოგიის სპეციალობის სტუდენტები.

        

12 მაისი 2010 წელი
ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი გივი ცეცხლაძე შეხვდა ჯანდაცვის ფაკულტეტის ახლადშექმნილ ვირტუალური ცენტრის წევრებს. შეხვედრაზე განიხილეს მომავლის სამომავლო გეგმები და პერსპექტივები. ცენტრში გაერთიანებულმა სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა იმსჯელეს საინტერესო პროექტებზე,მათი განხორციელების ვადებსა და საშუალებებზე.

11 მაისი 2010 წელი
გაიმართა ჯანდაცვის ფაკულტეტის საგანმანათლებო პროგრამების გარე აუდიტი. შეხვედრას ესწრებოდნენ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ალიოშა ბაკურიძე,უნივერსიტეტი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უფროსი პროფესორი ლელა თურმანიძე, ფაკულტეტთა ხარისხის სამსახურის უფროსები, ჯანდაცვის ფაკულტეტის დეპარტამენტების ხელმძღვანელები და აკადემიური პერსონალი.

11 მაისი 2010 წელი
ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი გაბაიძე საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი გახდა. ვულოცავთ გიორგის ამ დიდ წარმატებას და შემოქმედებით წინსვლას ვუსურვებთ.

10 მაისი 2010 წელი
ჩატარდა კლინკური ბაზების მონიტორინგი. მასში მონაწილეობას იღებდნენ სასწავლო და სამეცნიერო პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსი მადონა მიქელაძე , ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ნატო ზოსიძე და ასისტენტ პროფესორი სოფიო ბერიძე.

08 მაისი 2010 წელი
8 მაისს, აქტიურად მონაწილეობდნენ ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები საერთაშორისო კონფერენცია "ბათუმი-გაზაფხული-2010"-ის მუშაობაში. ბათუმი-გაზაფხული-2010“ ევროპის დღეს - 9 მაისს ეძღვნება და მისი მიზანი იყო მსოფლიოს მდგრადი განვითარების თანამედროვე მიდგომების შემუშავება. სამდღიან კონფერენციაში ევროპის 20-მდე ქვეყნის 200 ცნობილი მეცნიერი, დიპლომატი და პოლიტიკოსი ღებულობდა მონაწილეობს.

07 მაისი 2010 წელი
7 მაისს სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ინიციატივით ჯანდაცვის ფაკულტეტის პირველ და მეორე კურსის სტუდენტთათვის გაიმართა ტრენინგი “თემაზე როგორ დავწეროთ სამეცნიერო თემა”. სემინარის მონაწილეებმა ჯგუფებში სახელდახელო თემები შექმნეს და წარმოადგინეს.

04 მაისი 2010 წელი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის საბჭო ბაკალავრიატისა და სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთათვის აკადემიკოს მამია კომახიძის სახელობითი სტიპენდიის მოსაპოვებლად აცხადებს კონკურსს სრულად...



შოთა რუსთაველის
სახელმწიფო უნივერსიტეტი 2008

  გვერდი დამზადებულია ელდარ მსხალაძის მიერ